ღოღობერიძე - ჩხვირკიას პროცესი 27 ივლისს განახლდება

23 ივლ 2017

11-12 მარტის აქციის ორგანიზატორობაში ბრალდებულების, მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს არ ჩატარდა. სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო.

მიზეზი კი ერთ-ერთი დაკავებულის, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გახდა. ამის გარდა დღეს დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომელიც არ დაკმაყოფილდა. შეგახსენებთ, ორივე დაკავებულს 26 აპრილს აღკვეთის სახით  წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.