პროკურატურა არჩილ დევრიშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

24 ივლ 2017

პროკურატურა არჩილ დევრიშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ეს ის პოლიციელია, რომელმაც როგორც მოქალაქე რომან ქათამაძე ამბობს, მისი მისამართით  ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოახდინა.

დაკავებული პოლიციელი ბრალს არ აღიარებს. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტს ედავება.