ენდოკრინოლოგიური გამოკვლევა ორსულებისთვის

24 ივლ 2017

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით,  აჭარაში მცხოვრებ ორსულ ქალბატონებს, უფასოდ, სრული ენდოკრინოლოგიური გამოკვლევის ჩატარება შეუძლიათ. აქცია ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში გაიმართება. ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 2000-მდეა საჭიროების შემთხვევაში პროფილაქტიკური და სამკურნალო მედიკამენტებიც გადაეცემათ.