''თვითმმართველობის კოდექსსა'' და ''საარჩევნო კოდექსზე ''პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პარლამენტმა დაძლია

26 ივლ 2017

„თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტო პარლამენტმა დაძლია. „თვითმმართველობის კოდექსზე“ დადებული ვეტო 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ იქნა დაძლეული, „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტო ასევე დაძლეულია - 94 ხმით 5-ის წინააღმდეგ.

საკანონმდებლო ორგანომ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა და ახალი რეგულაციები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ამოქმედდება.