მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი - საერთაშორისო გამოხმაურება

26 ივლ 2017

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რეაქცია დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან მოჰყვა. შეფასებები მეზობელ რუსეთსა და უკრაინის პოლიტიკურ წრეებში გაკეთდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას ნაწილი კანონიერად შეუძლებელსა და საერთაშორისო კანონდარღვევად აფასებს, ნაწილი კი ფაქტს ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის საქართველოში ექსტრადირების წინაპირობას უწოდებს.