კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

26 ივლ 2017

კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რადიო თავისუფლების უკრაინული ბიუროს ცნობით, დემონსტრაციის ორგანიზატორი ოდესის ყოფილი გუბერნატორის პარტია ,,ახალი ძალების მოძრაობაა". აქციაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობს. პარტიაში განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ მაიდანზე აქცია არა სააკაშვილის მხარდასაჭერად, არამედ ქვეყნის ხელისუფლების მიერ მოქალაქეთა უფლებების დაუცველობის წინააღმდეგ იმართება.

პარტიის ერთ-ერთი წევრის თქმით, აზრთა გაცვლა და მომავალი სამოქმედო გეგმების შეთანხმება სურთ. პიკეტის მონაწილეთა ნაწილის განცხადებით, შემდგომში შესაძლოა უკრაინის მოქალაქეობა სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც ჩამოართვან.