ე.წ. ციანიდის საქმე

27 ივლ 2017

''ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ  ნამდვილად მოამზადა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა”- ირწმუნება ე.წ-ლი ,,ციანიდის” საქმის ერთ-ერთი პროკურორი.

არგუმენტად კი ზვიად გუბელაძე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს ასახელებს. საქმეში ასეთი 14 ტომია. დაკავებული სასულიერო პირის სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან განახლდა.