უაქციზო საქონლის რეალიზაციისთვის 4 პირი დააკავეს

27 ივლ 2017

დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და თბილისში დამნაშავეთა ორი ჯგუფი გამოვლინდა, რომლებიც მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე ამხილეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი, უაქციზო საქონელი კი ამოიღეს.