გზის რეაბილიტაცია

27 ივლ 2017

ცეცხლაური - ჯიხანჯურის დამაკავშირებელი გზის კეთილმოწყობა სრულდება. გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტბეტონის   საფარს აგებენ.

პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საყრდენი კედელი და ბეტონის სანიაღვრე არხები. პარალელურად ამავე მიმართულებით მიმდინარეობს ცენტრალური გაზსადენი მილების გაყვანაც.