სიმსივნით  დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრი

28 ივლ 2017

საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა პირველი სარეაბილიტაციო სასტუმრო ცენტრი "ბედნიერი სახლი" აშენდება. ცენტრს 20 ბავშვისა და მშობლისთვის 24-საათიანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა ექნება.

ცენტრის მომსახურებით რეგიონებში მცხოვრები სიმსივნით დაავადებული ბავშვები ისარგებლებენ. მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდება. სოციალური პროექტის ინიციატორი “ბერი ანდრიას სახელობის” საქველმოქმედო ფონდია.