საერთაშორისო ფესტივალი ქვიშის რაგბიში

28 ივლ 2017

ბათუმი ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. შეჯიბრება რაგბი არენაზე მიმდინარეობს და მასში 4 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. ტურნირში  მამაკაცთა 8 და ქალთა 4 გუნდია ჩართული. შეჯიბრება სარაგბო კლუბ "ბათუმი"-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება და   ხვალ დასრულდება.