ქვიშის რაგბის ფესტივალი

29 ივლ 2017

ქვიშის რაგბიში მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა.  ფინალურ შეხვედრაში ვაჟებს შორის გამარჯვებული თბილისის “ვითიბის” გუნდი გახდა, მან რუსეთის “დინამო” ანგარიშით 6-3  დაამარცხა.

ხოლო გოგონებს შორის ჩემპიონის ტიტული რუსეთის “ვიტიაზმა” მოიპოვა, რომელმაც თბილისის “ავანგარდი” 7-2 დაამარცხა. ტურნირში 4 ქვეყნიდან მამაკაცთა და ქალთა გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება სარაგბო კლუბ "ბათუმი"-ს ორგანიზებით და მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.