შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა

30 ივლ 2017

შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო სიტუაცია მოიხსნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბანაობა უკვე ნებადართულია. უწყების ინფორმაციით , შტორმის დროს სამშველო სამსახურის თანამშრომლებმა 40-ზე მეტი  ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.  შეგახსენებთ, შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა პარასკევს გამოცხადდა.