''მაგთიკომი'' აბონენტებს აფრთხილებს

30 ივლ 2017

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხმარებლებთან გამოტოვებული ზარები ფიქსირდება. განცხადებაში წერია, რომ შემდეგი საერთაშორისო ნომრებზე 0067570894048; 0067570894045; 0067570894046  გადარეკვის შემთხვევაში აბონენტს  ზარის საფასური ავტომატურად  ჩამოეჭრებოდა. აღნიშნული ნომრები უკვე დაბლოკილია.
 კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მსგავს საერთაშორისო ნომრებზე არ გადარეკოთ.