ახალი საწარმო ხელვაჩაურში

07 ივნ 2016

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმო გახსნეს. ერთ-ერთი კომპანიის ახალი საამქრო, პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში დაფინანსდა. ამ დრომდე კომპანია ბეტონის და რკინის რამდენიმე ათეულ პროდუქტს აწარმოებდა, დაიწყება პლასტიკური პროდუქციის წარმოებაც. საერთო ჯამში საწარმოში 140 ადგილობრივია დასაქმებული.