პატრიარქმა მაიკ პენსს დონალდ და მელანია ტრამპებთან ოქროს სამაჯური და ჯვარი გაატანა

31 ივლ 2017

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორეს შეხვდა. პატრიარქმა მაიკ პენსსა და მის მეუღლეს საჩუქრები გადასცა. ილია მეორემ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს მისივე ხელმოწერილი ოქროს სამაჯური, ხოლო კარენ პენსს - თამარ მეფის ჯვრის ასლი აჩუქა. საქართველოს პატრიარქმა მაიკ პენსს ოქროს სამაჯური და ოქროს ჯვარი დონალდ და მელანია ტრამპებისთვისაც გაატანა.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მან პრემიერმინისტრგიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საგანგებო ბრიფინგი გამართა და საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მაიკ პენსი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა.