ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა

31 ივლ 2017

ქვეყნის დატოვებამდე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც მხოლოდ 4 პარტიის წევრები ესწრებოდნენ.

დღის მეორე ნახევარში კი მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად, სიონის ტაძარში იმყოფებოდა. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა უმასპინძლა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დღეს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უმსხვილეს ამერიკულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეს-ეს-ეი-მარინი​ ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი გახდა.