01 აგვ 2017
ხულოში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი გამგეობა 10 ათასი ლარით დაეხმარება, ასევე სახლის ასაშენებლად ტყის რესურსით სარგებლობის უფლება ექნებათ. ხანძარი პაქსაძეების საცხოვრებელს გუშინ გაუჩნდა, შედეგად 14 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. მთლიანად განადგურდა ორ სართულიანი ხის საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები.
შემთხვევის დროს ოჯახისწევრები მთაში იმყოფებოდნენ, ხანრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გაჩენის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.