პრეზიდენტი კონგრესმენებს შეხვდა

03 აგვ 2017

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც  ამერიკელ კონგრესმენები მონაწილეობდნენ. გადაწყდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ყურადღებით დააკვირდებიან საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

მხარეებმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შედეგებიც შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის  ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ეხება.  ისაუბრეს ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზეც