კომპიუტერები პირველკლასელებისთვის

03 აგვ 2017, 20:00

0
გაზიარება:

აჭარაში პირველკლასელთა პორტაბელური კომპიუტერების დარიგება დაიწყო. ბათუმში, ბუკს 2 ათას 413 პირველკლასელი მიიღებს.

აჭარაში  სულ 4 ათას  591 პირველკლასელია რეგისტრირებული. პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერი” 2011 წლიდან ხორციელდება, რომელიც დაწყებითი კლასების გარდა პედაგოგების კომპიუტერებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.