ხანძარი ბათუმში

03 აგვ 2017

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა.  დაზარალებულია 5 ოჯახი. ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო სამსახურის 6 ბრიგადა ცდილობდა.  დაშავებულები არ არიან.

გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს რაც ნივთის დაზიანება - განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.