მანქანა დედა-შვილს ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა

03 აგვ 2017

ბათუმში, ხიმშიაშვილის  ქუჩაზე  ქვეითებს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულია ერთი ქალი და ორი ბავშვი. 

თვითმხილველების ინფორმაციით,  ქვეითები ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.