ხანძრის შედეგად 2 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

03 აგვ 2017

ხანძარი ბათუმში. საცხოვრებლის გარეშე დარჩა 2 ოჯახი მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში. სახლები ნაწილობრივ დაიწვა.

დამწვარია სამი მაღაზიის სახურავი. ცეცხლი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გამომწვევი მიზეზი. ზარალის შესწავლამდე, მერიამ ოჯახებს ბინები დაუქირავა.