შუამთობა ბეშუმში

05 აგვ 2017

სახალხო ზეიმი საზაფხულო იალაღებზე- დღეს ბეშუმში შუამთობას აღნიშნავენ, იგი ძირითადად მესაქონლეობასთან დაკავშირებული დღესასწაულია, რომელიც მთაში ყოფნის შუა პერიოდს ემთხვევა და ამიტომაც ეწოდება “შუამთობა”. კულტურული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს.