აქცია საოკუპაციო ხაზთან

06 აგვ 2017

ხვალ საოკუპაციო ხაზთან ცოცხალი ჯაჭვის გავლებას გეგმავს მოძრაობა ძალა ერთობაშია. ყარაფილა -ხურვალეთის საზღვართან აქცია 11 საათზე დაიწყება.

ორგანიზაციის წევრები ყარაფილა - ხურვალეთის ავტობანზე ბანერებს აღმართავენ წარწერით 400 მეტრში რუსი ოკუპანტია და გამვლელებს აქციაში ჩაბმისკენ მოუწოდებენ. მოქალაქეები ამ ფორმით რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ და აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებენ.