ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადაეცა

06 აგვ 2017

საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის ზაზა ფაჩულიას ღირსების ორდენი გადაეცა.

ჯილდო კალათბურთელს პრეზიდენტმა გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე ცერემონიას ზაზა ფაჩულიას ოჯახის წევრები, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, მწვრთნელები და “Golden State Warriors''-ის​  წარმომადგენლები დაესწრნენ.