ავღანეთში დაღუპული სამხედროს 10 აგვისტოს დაკრძალავენ

06 აგვ 2017

ავღანეთში დაღუპული ქართველი მეომარი მშობლიურ სოფელ მარტოთუბანში გადაასვენეს. მდინარი ბებიაშვილს 10 აგვისტოს, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი  გუშინ, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს. შეგახსენებთ,  26 წლის ქართველი მეომარი ავღანეთში თავდასხმას ემსხვერპლა. ტერორისტული აქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.