საქართველომ,სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის პროკურატურას მიმართა

06 აგვ 2017

იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე , ამის გასარკვევად საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა.

ამ ინფორმაციას ვარშავის საოლქო პროკურატურის ოფიციალური  წარმომადგენელი ავრცელებს. ლუკაშ ლაპინსკიმ განაცხადა, რომ შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ვარშავის პროკურატურამ დღეს მიიღო.