საქართველოს პროკურატურის მიმართვა პოლონეთს

07 აგვ 2017

საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის მხარეს ინტერპოლის არხებით მიმართა, რადგანაც  საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ  მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ 4 აგვისტოს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის პროკურატურას. ამ დროისთვის მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.