“გმირი”-წიგნის პრეზენტაცია

08 აგვ 2017

„გმირი“-ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. მასში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული.

ამავე ღონისძიებაზე აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილების მონაწილეობით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა და  რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.  გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების მშობლებს წიგნი „გმირი“ საჩუქრად გადაეცათ.