სოციალურ სახლში განაცხადების მიღება დასრულდა

08 აგვ 2017

ხულოში ვაშლოვანის სოციალურ სახლში დარჩენილ 14 ბინაში ფართების გადაცემისთვის ბენეფიციართა განაცხადების მიღება დასრულდა. ხულოს გამგებლის ინფორმაციით, ფართის მისაღებად გამგეობაში შექმნილ სპეციალურ კომისიას 21-მა ოჯახმა მიმართა.

ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ბენეფიციართა მდგომარეობაზე სამთავრობო კომისიაზე იმსჯელებენ.    სოფელ ვაშლოვანში, 72 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით აშენდა. ტერიტორიაზე 6 სართულიანი შენობა განთავსდა. სოციალური სახლის მშენებლობისთვის  3 მილიონ 500 ათასი  ლარი დაიხარჯა.