რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ ქართველს კომპენსაცია ჩაურიცხა

08 აგვ 2017

საქართველოს მოქალაქე ლია შიოშვილის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის რუსეთმა 30 ათასი ევრო ჩაურიცხა. თანხის გადახდა რუსეთს ევროსასამართლომ დააკისრა. საქმე ეხება რუსეთის მიერ 2006-2007 წლებში საქართველოს 7000-ზე მეტი მოქალაქის დეპორტაციას. ლია შიოშვილთან ერთად  კიდევ 10 დეპორტირებულის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღასრულა ევროსასამართლოს დადგენილება, რაც   რუსეთ-საქართველოს საერთაშორისო დავებში უპრეცედენტო მოვლენაა. ქართველების დეპორტაციის დროს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი – მრჩეველი იყო აჭარის მთავრობის ამჟამინდელი  თავმჯდომარე.