აუდიტის სამსახურის და პარტიების შეხვედრა

08 აგვ 2017

არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებთან საინფორმაციო - საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანი აუდიტის სამსახურის რეგულაციების ცვლილებების განხილვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის მომზადება იყო.