მერია იურიდიულ მომსახურებას ბრიტანეთში შეისყიდის

08 აგვ 2017

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 10 ათას ლარს? გამარტივებული ტენდერით დიდ ბრიტანეთში იურიდიულ მომსახურებას იყიდის, ნებართვა მთავრობამ მისცა.

იურისტების დახმარება იმისთვის სჭირდება, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულებები, საქმისწარმოება წამოიწყოს, კომპანიის გარანტორი გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული ბანკია, შესაბამისად მერიის იურიდიული დეპარტამენტი ვერ ახერხებს სათანადო რეაგირებას.