მდინარი ბებიაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

09 აგვ 2017

სამხედრო პატივი ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს. მდინარი ბებიაშვილი დაკრძალეს. უმცროსი სერჟანტი ავღანეთში დაღუპული, 32-ე ქართველი ჯარისკაცია.

 მესამე სამშვიდობო მისიიდან ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა 3 აგვისტოს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას ემსხვერპლა.