თაფლის ფესტივალი ბათუმში

11 აგვ 2017

რამდენიმე საათში ბათუმი თაფლის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ბულვარის  კოლონადასთან  ზუსტად 4 საათზე დაიწყება სადაც, ორმოცამდე მეფუტკრე სხვადასხვა სახეობის თაფლს ცოცხალი მუსიკის ფონზე წარმოადგენს.

გაიმართება სხვადასხვა სახის გასართობი და სპორტული ღონისძიება. მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ. თაფლის ფესტივალი პირველად ბათუმში 2015 წელს ჩატარდა.