“აჭარა-ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები”-წიგნის პრეზენტაცია

08 ივნ 2016

,,აჭარა, ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები“-წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.  იგი  10 თავისგან შედგება და  მასში რეგიონის კულტურაზე, ეკონომიკასა და ბუნებაზეა  საუბარი.  17 ავტორი წიგნზე თითქმის 3 წელი მუშაობდა. სახელმძღვანელოს მიზანი ტურიზმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.