ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას “ახალი საქართველო” ითხოვს

13 აგვ 2017

ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებას ითხოვს "პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო".

აღნიშნული მოთხოვნით პარტია სასამართლოს და   ხელისუფლებას მიმართავს. ამის გარდა, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მზადდება შუამდგომლობა რომელიც ყველა პარტიასა და არასამთავრობო ორგაზაციას გადაეგზავნება.