ფერდსამაგრი სამუშაოები

14 აგვ 2017

ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების  შესაჩერებლად ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.  გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დამეწყრილ ტერიტორიებზე საყრდენი კედლის ჩამოსხმისთვის ამ ეტაპზე 150 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები 50-მდე ლოკაციაზე ჩატარდება და წლის განმავლობაში მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.