პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

15 აგვ 2017

პოლიციამ ოზურგეთში  მომხდარ  მკვლელობაში  ბრალდებული  დააკავა. ორი დღის წინ სოფელ  ნაღობილევში  30 წლის ქობულეთელი  კაცი  მოკლეს.  როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, ის ოზურგეთში  მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს  და 7 -დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.