პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

15 აგვ 2017

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობის განახლებას მართებულად მიიჩნევს და ყველა მხარეს მოუწოდებს, ჩაერთოს დიალოგში.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეთავაზებაზე საპასუხოდ განაცხადა.