აფეთქება ბათუმში - ვითარება შემთხვევის ადგილზე

15 აგვ 2017

ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე. თხევადი გაზის სადგურზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. არიან დაშავებულები. ხანძრის შედეგად დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც.

ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები დაახლოებით ერთი საათის  განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.