ავარია აეროპორტის გზატკეცილზე

15 აგვ 2017

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ორი მოტოციკლეტი შეეჯახა. ორივე მოტოციკლის მძღოლი მსუბუქი დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიცია და ექპერტკრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულოსხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.