ზღვაში დაკარგული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

16 აგვ 2017

გუშინ ქობულეთში დაკარგული 26 წლის ტურისტი  მაშველებმა დღეს დილით 7 საათზე ციხისძირში, ზღვაში იპოვეს.

იგი დასასვენებლად ოჯახთან ერთად რუსეთიდან ჩამოვიდა. მშობლების ინფორმაციით, ის ბოლოს მეგობრებს  ტელეფონით ესაუბრა  და უთხრა რომ წყალში  სიმაღლიდან  აპირებდა გადახტომას,  რის შემდეგაც ზღვაში გაუჩინარდა.