აფეთქება ბათუმში

16 აგვ 2017

ბათუმში,  გაზგასამართ სადგურში აფეთქების ფაქტზე  საგამოძიებო პროცესი გრძელდება. შინაგან  საქმეთა სამინისტროში  გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ. აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან და მიმდინარეობს გამოკითხვები. საქმე აღძრულია 240-ე პრიმა მუხლით, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევა გუშინ მოხდა.  აფეთქების შედეგად დაინგრა და დაიწვა ობიექტის ახლოს მდებარე 4 საცხოვრებელი სახლი, ასევე რამდენიმე სახლს დაუზიანდა  ფასადი, დაიწვა სამი ავტომობილი. როგორც რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ობიექტი დაახლოებით ორი წელია ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.