თამარის დასახლებაში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცავალა

18 აგვ 2017

ქალი, რომელსაც თამარის დასახლებაში მატარებელი დაეჯახა დღეს დილით გარდაიცვალა. ის  5 დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობით, ხელოვნურ სუნთქვაზე  სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა  რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.