სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა

21 აგვ 2017

სოფელ დაბიდან ერთი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა ამ წუთში ოფიციალური პირების ინფორმაციით მათ საცხოვრებელ სახლს საფრთხე არ ემუქრება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით რისკს ერთ პროცენტსაც არ გასწევენ.