გიორგი კვირიკაშვილი: ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზების საჭიროება არ არის

21 აგვ 2017

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მობილიზების საჭიროება არ არის. ამის შესახებ პრემიერმა წაღვერში, საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

შტაბის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებებისაგან მოისმინა ინფორმაცია, თუ რა ქმედებები განხორციელდა ხანძრის საწინააღმდეგოდ. არსებული ვითარების შეფასების შემდეგ, სასწრაფოდ გასატარებელი ღონისძიებების გეგმა დაისახა.