უამინდობის გამო ბათუმის ქუჩებში სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული

22 აგვ 2017

ბათუმის ქუჩებში სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებული ამის მიზეზად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ამინდის გაუარესებას ასახელებენ. როგორც პრესსამსახურში განმარტეს, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობას დახმარება დასჭირდება, რეაგირება მყისიერი იქნება.