"ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა"

22 აგვ 2017

რამდენიმე წუთის წინ ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა.  ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს.  

მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხს მეხანძრე - მაშველებმა განუცხადეს კერას ვერტმფრენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა მათი თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.